
2024 წლის 2 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით.
ლიცეუმის მოსწავლეებს ლიტერატურისა და წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა გამომცემელი, რედაქტორი, წიგნის კლუბის დამაარსებელი - მარი კორინთელი.
შეხვედრის მონაწილეებმა მარი კორინთელს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.
ახალგაზრდებმა წაიკითხეს რჩეული წიგნებიდან ფრაგმენტები. ღონისძიებას დაესწრო ლიცეუმის ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონი ადამიანი იღებს მონაწილეობას და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“. თარიღი საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს კითხვის პოპულარიზაცია.













