2025 წლის 12 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის ბაზაზე გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში.
შეხვედრის მიზანი იყო სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის რეგიონში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების გაცნობა, რაც პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.
ინიციატივა ორგანიზებული იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ. შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია არსებული პროგრამების, მათი სწავლების სპეციფიკისა და შესაძლებლობების შესახებ.













