2025 წლის 14 მაისს, მახინჯაურის საზღვაო სკოლისმოსწავლეები დაესწრნენ საჯარო ლექციას „თამარ მეფე ჰუმანიზმისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის იდეოლოგი“, რომელიც რელიგიის მუზეუმში თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.
ლექციის ფარგლებში,დამსწრეებიგაეცნენთამარის მეფობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქალის მიერ სამეფო ტახტის დაკავების პირველი შემთხვევა, მეფის უფლებების შეზღუდვის პირველი მცდელობა და მისი დიპლომატიური გადაწყვეტა, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, მეფის ჰუმანური გადაწყვეტილებები, პირადი ცხოვრების, გარდაცვალებისა და დაკრძალვის საკითხებთან დაკავშირებული მემატიანეების ცნობები და სხვა.













