2025 წლის 29 აპრილს მახინჯაურის საზღვაო სკოლაში ჩატარდა კლას-საათი თემაზე: „ემოციების მართვა“.
მოსწავლეები გაეცნენ ემოციური ინტელექტის ძირეულ კომპონენტებს, ისწავლეს სტრესისა და აგრესიის მართვის გზები, პოზიტიური კომუნიკაციის მნიშვნელობა და ემოციური თვითცნობიერების საფუძვლები.
აქტივობების დახმარებით, მათ შეძლეს ემოციების იდენტიფიცირება, საკუთარი გამოცდილების გაზიარება და ემპათიის განვითარება.
კლას-საათმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა სოციალურ-ემოციური უნარების გაძლიერებასა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას სასკოლო გარემოში.













