ახალი ამბები
ნიკო გომელაურის საღამო მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში 17.02.2023

2023 წლის 17 თებერვალს,მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკის დარბაზში მოეწყო ნიკო გომელაურის პოეზიის საღამო.
მოსწავლეებმა, პედაგოგებთან და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად წაიკითხეს ლექსები პოეტის შემოქმედებიდან.
ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური ქართველი მსახიობი და პოეტი, რომელიც გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ითამაშა 10-მდე ფილმში, მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები.
ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“ 10.02.2023

2023 წლის 10 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“ .
ინტელექტუალურ თამაშში ლიცეუმის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი ჩატარდა სამ ტურად და მისი გამარჯვებული გახდა მე-11 კლასის მოსწავლე ანრი ვარშანიძე, რომელიც დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით. თამაშის მონაწილეებს კი გადასცეს სიგელები.
ინტელექტუალურ თამაში ჩატარდა მათემატიკისა და
ღია კარის დღე ქობულეთში 08.02.2023

2023 წლის 8 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქობულეთში, N6 სკოლის მოსწავლეებთან.
ლიცეუმის კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ენრიკე ინწირველმა, ასევე პროფესორმა, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნათია მიქელთაძემ მოსწავლეებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც საგანმანათლებლო დაწესებულებები მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს სთავაზობენ 2023
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 02.02.2023

პროფესიული უნარების სააგენტოს წლის შემაჯამებელი ღონისძიება 12.12.2022

2022 წლის 12დეკემბერს პროფესიული უნარების სააგენტოს წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სპეციალისტი და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული მასწავლებლი ენრიკე ინწკირველი დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.













