
2023 წლის 29 ნოემბერს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: "რა მნიშვნელოვანი მოვლენებით ხასიათდება ჯვაროსნული ეპოქა".
გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ტიპის წყაროზე დაყრდნობით ეპოქის მახასიათებლების წარმოჩენა, ძალაუფლების ფენომენთან დაკავშირებული მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივიდან გაანალიზება და საკვანძო მნიშვნელობის ისტორიულ-გეოგრაფიული სივრცის დახასიათება.













