2026 წლის 30 ოქტომბერს,შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციული გარემოსდაცვითი აქცია გამართეს.
ყოველწლიური ტრადიციის ფარგლებში, წელსაც სკოლის მე-12 ა და ბ კლასების მოსწავლეები შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ და ტერიტორია ნარჩენებისგან გაასუფთავეს.
მოსწავლეები ღონისძიებას დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით შეუერთდნენ, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს გარემოზე ზრუნვისა და ზღვის ეკოსისტემის დაცვისადმი საკუთარი პასუხისმგებლობა.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბუნებრივი რესურსების დაცვის კულტურის ჩამოყალიბებას.













