2026 წლის 28 ოქტომბერს, „შავი ზღვის კვირეულის“ ფარგლებში, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე – „შავი ზღვის დაბინძურება და მისი საფრთხეები“.
პრეზენტაციის მონაწილეებმა ისაუბრეს შავი ზღვის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, მის ეკოლოგიურ როლსა და იმ გარემოსდაცვით გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ზღვა დღეს დგას.
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს დაბინძურების ძირითად მიზეზებზე, მათ შორის პლასტმასის ნარჩენებზე, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლებზე, ნავთობით დაბინძურებასა და მდინარეების საშუალებით ზღვაში მოხვედრილ ნარჩენებზე. ასევე განიხილეს პრობლემის შემცირებისა და ზღვის ეკოსისტემის დაცვის გზები, მათ შორის ნარჩენების სწორი მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში შავი ზღვის ეკოლოგიური მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გაძლიერება იყო.













