2025 წლის 23 ივნისს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტთა რიგით IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიცბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაში თორმეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხმოცამდე სტუდენტი მონაწილეობდა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა საზღვაო მეცნიერებების, ლოგისტიკის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის თანამედროვე პროცესებისა და გამოწვევების განხილვას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობის წახალისებას.













