
2024 წლის 22 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული სტუდენტების ინიციატივით, ლიცეუმის მოსწავლეები და პროფესიული სტუდენტები დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გამწვანების აქციაში ჩაერთნენ, ა(ა)იპ ,,ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების“ სამსახურთან ერთად.აქტივობის ფარგლებში მონაწილეებმა მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის მიმდებარე სკვერში ხეები დარგეს.აღნიშნულ აქტივობას კორდინაციას უწევდა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებული კათედრის მასწავლებელი, მზევინარ წულუკიძე.













