
2024 წლის 19 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება „ლიტერატურული სალონი“ გაიმართა.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ანჟელა ჯაყელის ინიციატივითა და შემოქმედ მოსწავლეთა და სტუდენტთა მონაწილეობით ჩატარდა.
„ლიტერატურული სალონის“ მონაწილეებმა : ნიკოლოზ წილოსანმა და ნიკა ჯაყელიძემ მაღალმხატვრულად წაიკითხეს პოეტური ნაწარმოებები, მათე ქარჩავამ კი წარმოადგინა საკუთარი შემოქმედება პოეზიის სახით. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა რადელ რამიშვილმა, რომელმაც მუსიკალური ნაწარმოებები ფლეიტაზე შეასრულა. ლიცეუმის სტუდენტმა, ბაგრატ აკუჯბამ, რომელიც ასევე საერთაშორისო საგამოფენო კომპანია “EXPO BATUMI “- ის წარმომადგენელია, მაღალმხატვრულად წაიკითხა პოეტური ნაწარმოებები და ღონისძიების დასასრულს მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას კომპანიის საჩუქრები და მოსაწვევები გადასცა. ღონისძიებას მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.













