
2024 წლის 17 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ ქართული, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენა“.
ლექციას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ანჟელა ჯაყელი უძღვებოდა, რომელმაც ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსზე, ქართული ენის გენეალოგიასა და ისტორიაზე, განვითარების ეტაპებსა და პერიოდიზაციაზე ისაუბრა.
ლექციის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გავრცელებულ დიალექტებს, იუნესკოს მიერ ქართული ენის სამი სახის ანბანის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას.
ლექციას ლიცეუმის X-XI კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.













