LICEUMI saswavloprocesiliceumi22
LICEUM normatiuliliceumi22
LICEUMI avtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22

 

სასარგებლო ბმულები

 LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
 LICEUuMIi MES    LICEUMIi MTA
     
 LICEUMI NAEC    BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    MACNE


 

საიტის სტუმრები


Gebäudeversicherung

გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, მოამზადოს საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი კადრები, კერძოდ, უზრუნველყოს სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის მომზადება.

მინიჭებული პროფესიული კვალიფიკაცია:საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაციაში

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიეცემა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და პრაქტიკის გავლის შესახებ ცნობები. შემდგომ მან უნდა გაიაროს სერტიფიცირება საჭირო სერტიფიკატების ასაღებად. მიღებული დოკუმენტების საფუძველზე აბარებს გამოცდას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამუშაო დიპლომის მისაღებად.

გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაციის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მეზღვაურის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და აღიარებული ნაოსნობის სტაჟის არსებობის საფუძველზე, სამუშაო ლიცენზიის (კვალიფიკაციის სერტიფიკატის) მიღების შემდეგ - შეუძლია დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის, თევზსაჭერ და სხვა დანიშნულების გემებზე სამანაქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პოზიციაზე. დასაქმება შესაძლებელია ასევე, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებისა და ექსპლუატაციის სფეროსთან დაკავშირებულ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში.

მისანიჭებელი კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:

•სამანქანე განყოფილების ქვაბების, მექანიზმების, დანადგარების სისტემების ტექნიკური მომსახურება;

•სამანქანე განყოფილების მექნიზმების რემონტი - შეკეთება;

•სამანქანე განყოფილების ვახტის წარმოება;

•სამღებრო სამუშაოების შესრულება;

•საწვავის მიღებისა და გადატუმბვის ოპერაციებში მონაწილეობა;

•ლიალურ და ბალასტურ წყლებთან დაკავშირებულ ოპერაციებში მონაწილეობა;

•სამუშაო გარემოსა და მარაგების მართვა;

•გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

სწავლის ხანგრძლივობა: 14 თვე

© 2016 შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი

Created by: GmmStudio 

საიტი ბოლოს განახლდა: 04.04.26.